Sunday, February 28, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი საინტერესოდ დაიწყო, ჩვენ ვისწავლეთ, გუგლდრაივში ერთობლივი მუშაობა. ტრენერმა დავალებად მოგვცა სასწავლო პროცედურების დაწერა.

Saturday, February 27, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დღე საინტერესოდ დაიწყო. ტრენერმა შეამოწმა საშინაო დავალება- მოსწავლის  სავარაუდო ნამუშევარი.დღეს ვისწავლეთ პროექტის შეფასების ცხრილის შექმნა.

Saturday, February 20, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დღე ხალისიანად დაიწყო.ტრენერმა შეამოწმა საშინაო დავალება-  მოსწავლეთა მიზნები,გავეცანით მიმართულების მიმცემ  კითხვებს, შემდეგ  პროექტის შესაბამისად შევადგინეთ.ასევე გავეცანით ვირტუალური დრაივის შექმნას და მის შესაძლებლობებს.

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი
რა გავლენას ახდენს წარსული მომავალზე?
თემატური
რა გავლენას ახდენდა XVIII საუკუნის ბოლოს საქართველოს  პოლიტიკურ ვითარებაზე ,                        ირანის, თურქეთის და რუსეთის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა?
შინაარსობრივი
რომელ სახელმწიფოებს შორის დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი?

Sunday, February 14, 2016

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ვარ მოტივირებული.გავიმეორეთ ნასწავლი. ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩემი პროექტის იდეა.გავეცანით მიზნებისა და სტანდარტის რუბრიკას .დავალება- სასწავლო მიზნები.

სასწავლო ამოცანები

მოსწავლეები შეძლებენ  :
XVIII საუკუნის ბოლოს საქართველოს პოლიტიკური ვითარების შესახებ        
   ინფორმაციის მოძიებას,მსჯელობას ერეკლე II-ის მიერ არჩეული საგარეო და საშინაო  პოლიტიკური კურსის შედეგებზე.                             

Saturday, February 13, 2016

xxl საუკუნის გადასახედიდან......

 XVIII  საუკუნის ბოლოს საქართველო მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში იმყოფებოდა.ამ ვითარებიდან გამოსაყვანად, ერეკლე ll-ის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამან ერეკლე ll მუდმივად დააყენა ერის სამსჯავროს წინაშე. ეს საკითხი დღესაც აქტუალურია საზოგადოებისათვის.
მოსწავლეები მოიძიებენ და დააჯგუფებენ ინფორმაციას, გააკეთებენ ანალიზს და იმსჯელებენ არგუმენტირებულად,დაიცავენ თავიაანთ პოზიციას.

მეორე დღის რეფლექსია

მაქვს პოზიტიური განწყობა. დღეს ვისწავლე  პროექტით სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ,ბუკლეტის შექმნა.

Friday, February 12, 2016

ინტელის ტრენინგი დაიწყო

ტრენინგიდან მოველი დავეუფლო ცოდნას და უნარებს, სასწავლო პროცესში ისტის აქტიურად გამოყენების შესახებ.